ლევან გორგაძემ ნაგოიას ბაშოზე მეორედ იმარჯვა

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოს მეორე დღეს მხოლოდ ერთმა ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა - მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ოსი არანი დაამარცხა.

ტოჩინოშინს ორი მოგება დაუგროვდა და 10 ივლისს ტაკეკაძეს შეერკინება. სამწუხაროდ, მე-7 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) სუსტად ასპარეზობს - 9 ივლისს მან ჰომაშოსთან წააგო ორთაბრძოლა. ძურიოს დივიზიონში პირველი მარცხი იგემა კოკაიმ (ლევან ცაგურია).

ბაშოს ფავორიტთაგან პირველი ბულგარელი გოლიათი კოტოოშუ დამარცხდა, ვისაც სეკივაკე გოეიდომ აჯობა. დანარჩენები - იოკოძუნა და ოთხი ოძეკი - წარმატებით ასპარეზობენ ნაგოიაში.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (სუკუინაგე), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ბარუტო-ტოიონოშიმა
(იორიკირი), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (ოშიდაში), გოეიდო- კოტოოშუ (შიტატენაგე), კაკურიუ-აოიამა (ოკურიდაში), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), ტოჩიოძანი-ვაკაკოიუ (იორიკირი), შოჰოზანი-ტაკეკაძე (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-არანი (იორიკირი), ჰომაშო- გაგამარუ (უვატედაშინაგე). ძურიო: ტოსაიუტაკა-კოკაი (იორიტაოში).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ამინიშიკი, ბარუტო-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კოტოოშუ-ვაკაკოიუ, კაკრიუ-მიოგირიუ, კისენოსატო-კიოკუტენჰო, კოტოშოგიკუ-აოიამა, ტოიონოშიმა-გოეიდო, შოჰოზანი-არანი, ტოჩინოშინი-ტაკეკაძე, გაგამარუ-ტაკაიასუ. ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძემ და ლევან ცაგურიამ ნაგოიას სუპერტურნირი მოგებით დაიწყეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული