ლევან გორგაძემ ბაშო 9 მოგებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
ტოკიოში დასრულდა წლის პირველი (ექვსიდან) სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო.

დადებითი ბალანსით დაასრულა ბაშო მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), ხოლო უარყოფითი ბალანსით - მე-4 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი).

ასპარეზობის ბოლო დღეს ჩვენებურები დამარცხდნენ - ტოჩინოშინმა სეკივაკის რანგის სუმოისტ გოეიდოსთან დათმო, რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა მე-8 გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულს კარგავდა.

ლევანმა ბაშო 9-6 ბალანსით დაასრულა, რაც კარგი შედეგია. ის მომდევნო ბაშოზე, სავარაუდოდ, მე-2 მაეგაშირა იქნება.

გაგამარუ ვერ გაუმკლავდა მონღოლ ტამავაშის, თეიმურაზმა ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და რეიტინგში დაქვეითება მოუწევს.

ჩემპიონის ვინაობა შაბათს
გაირკვა, როცა მონღოლმა ჰარუმაფუჯიმ ზედიზედ მე-14 გამარჯვება იზეიმა. ეს მისი მე-5 იმპერატორის თასია.

VideoSportall.Ge
გაგამარუ ტამავაშისთან დამარცხდა


VideoSportall.Ge
ტოჩინოშინმა გოეიდოსთან დათმო


საბოლოო მდგომარეობა
დადებითი
15-0: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
12-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტაკაიასუ (მაეგაშირა 7).
10-5: კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ჩიოტაირიუ (მ 8), ტოკიტენკუ (მ 9).
9-6: ამინიშიკი (მ 1), ტოჩინოშინი (მ 6), ტაკარაფუჯი (მ 14).
8-7: კაკურიუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), ბარუტო (სეკივაკე), ტოჩიოძანი (კომუსუბი), იკიოი (მ 5), კიტატაიკი (მ 10), ოკინოუმი (მ 10), ფუჯიაზუმა (მ 11), ტამავაში (მ 12), შოტენრო (მ 14), ტოჩინოვაკა (მ 15).

უარყოფითი
7-8: მიოგირიუ (მ 1), არანი (მ 4), აოიამა (მ 6), იოშიკაძე (მ 8), სადანოფუჯი (მ 12).
6-9: ტოიონოშიმა (მ 2), კაისეი (მ 3), გაგამარუ (მ 4), ტაკეკაძე (მ 9), დაიდო (მ 13), კოტოიუკი (მ 15).
5-10: ტოიოჰიბიკი (მ 3).
4-11: შოჰოზანი (კომუსუბი), კიოკუტენჰო (მ 2), მასუნოიამა (მ 7), ვაკანოსატო (მ 11), ასაჰიშო (მ 13), ტამაასუკა (მ 16).
3-12: მიაბიამა (მ 16).
0-15: ჰომაშო (მ 5, ტრავმა).

პრიზები
იმპერატორის თასი: ჰარუმაფუჯი (მე-5)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავის
მებრძოლი სული: ტაკაიასუ (1-ელი)
ტექნიკური რიკიში: არავის
ძურიოს ჩემპიონი: ტაკანოიავა (1-ელი)

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელი გვიან გამოფხიზლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული