რკენა დიდ ჩემპიონთან

AutoSharing Option
ქალაქ ოსაკაში დაიწყო წლის მეორე სუპერტურნირი - გაზაფხულის ბაშო. ასპარეზობის პირველ დღეს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოძეკის რანგის სუმოისტ კისენოსატოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ჩვენებური დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის ხვდება, რომელთანაც პირად შეხვედრებში 4:11-ს აგებს. ამასთან, ქართველს მონღოლისთვის მას მერე არ მოუგია, რაც ეს უკანასკნელი იოკოძუნა გახდა.

დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელიც (გაგამარუ), 212-კილოგრამიან ქართველს კიტატაიკიმ აჯობა. გაგამარუ ტოიოჰიბიკის შეხვდება.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (უვატედაშინაგე), ჰაკუჰო-ამინიშიკი (კოტენაგე), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოოშუ-ტაკაიასუ (იორიკირი), კაკურიუ-ჩიოტაირიუ (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (ოშიდაში), გოეიდო-ტოკიტენკუ (იორიკირი), ბარუტო-იკიოი (უვატენაგე), კიტატაიკი-გაგამარუ (იორიკირი).

II
დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, კაკურიუ-ამინიშიკი, კოტოშოგიკი-ჩიოტაირიუ, კისენოსატო-მიოგირიუ, ბარუტო-ტოკიტენკუ, გოეიდო-იკიოი, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი.

ასევე იხილეთ:
სუმოს ახალ რეიტინგში ლევან გორგაძე პირველი მაეგაშირა გახდა





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული