ლევან გორგაძის მეთხუთმეტე მარცხი დიდ ჩემპიონთან

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოს სტარტი ფეხბედნიერი ვერ გამოდგა ქართველი სუმოისტებისათვის - სამ დღეში 6 შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი მოგება გვაქვს: თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) ანგარიშზე.

გაგამარუმ და ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) წყვილად წააგეს.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იყო, რომელსაც ჩვენებური მე-15-ედ შეხვდა და მე-15-ედ დამარცხდა. მოკლედ, ლევანს დიდი მონღოლის კომპლექსი ჩამოუყალიბდა. ჰაკუჰოს წამითაც არ დაუკარგავს ინიციატივა და ტოჩინოშინი შუა დოჰიოზე დააგდო. ტოჩინოშინს 0-3 ბალანსი აქვს და ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს ხვდება.

გაგამარუს შოჰოზანმა აჯობა. ჩვენებურმა ვერაფრით გამოიყენა წონაში უზარმაზარი უპირატესობა, ბოლოს კი მონღოლმა ის ბრწყინვალე
ილეთით დააგდო. გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს და ტანდაბალ ტოიონოშიმას ხვდება.

ბაშოს მესამე დღეს დამარცხდა იმპერატორის თასის მფლობელი ჰარუმაფუჯი. მას ტაკაიასუმ აჯობა.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტაკაიასუ-ჰარუმაფუჯი (ცუკიოტოში), ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (უვატენაგე), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), კისენოსატო-ამინიშიკი (ცუკიოტოში), ჩიოტაირიუ-კოტოოშუ (შიტატეჰინერი), ბარუტო-გოეიდო (ოშიდაში), კაისეი-ტოკიტენკუ (იორიკირი), შოჰოზანი-გაგამარუ (უვატედაშინაგე).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ, ჰარუმაფუჯი-ჩიოტაირიუ, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, კისენოსატო-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-კოტოოშუ, ბარუტო-კაკურიუ, ამინიშიკი-გოეიდო, ტოკიტენკუ-იკიოი, გაგამარუ-ტოიონოშიმა.

ასევე იხილეთ:
გაზაფხულის ბაშოს მე-2 დღეს გაგამარუმ მოიგო, ტოჩინოშინმა ვერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული