ქართველელმა სუმოისტებმა ზაფხულის ბაშო მარცხიანად დაიწყეს

AutoSharing Option
ტოკიოში დაიწყო წლის მესამე სუპერტურნირი ნაცუ (ზაფხულის) ბაშო.

სამწუხაროდ, ქართველ სუმოისტებს მარცხიანი სტარტი გამოუვიდათ. დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკის ტიტულის მფლობელ ბულგარელ კოტოოშუს შეხვდა. დიდი ბრძოლა არ ყოფილა, მეტოქემ ძალით დაჩაგრა ჩვენებური და ის დოჰიოს მიღმა გაიყვანა.

მე-11 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) უკვე 206 კილოგრამს იწონის. ის ელიტაში ყველაზე მძიმეა, თუმცა მონღოლ შოტენროზე თითქმის 50-კილოიანმა უპირატესობამ შედეგი ვერ გამოიღო, ცოტაოდენი ბრძოლის შემდეგ აზიელმა იძალა.

ასპარეზობის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ესტონელი გოლიათი ბარუტოა. ქართველისთვის მეტად უხერხული მეტოქე - 1:11
ურთიერთშეხვედრებში. ხოლო გაგამარუ ვეტერან ვაკანოსატოს შეხვდება (5:1 ურთიერთშეხვედრებში).

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძე მაისის ბაშოს ბულგარელ ჩემპიონთან ბრძოლით გახსნის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული