ლევან გორგაძე ესტონელ გოლიათთან ვერას გახდა

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც ვეტერანი სუმოისტი ვაკანოსატო დაამარცხა.

ქართველმა იოლად იძალა და წამებში გააგდო დოჰიოს რკალიდან იაპონელი. გაგამარუს (1-1) მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა ტოიოჰიბიკია (2:3 ურთიერთშეხვედრებში).

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქეს, სეკივაკის რანგის ესტონელ გოლიათ ბარუტოს ხვდებოდა, ვისაც აქამდე 12-ჯერ შეხვდა და 11-ჯერ დამარცხდა.

მათი მე-13 დაპირისპირება ბალტიელმა მოიგო. ბარუტომ მეტად ეფექტური ილეთით აჯობა ჩვენებურს, ვისაც 0-2 ბალანსი აქვს. ტოჩინოშინის ახალი მეტოქე ოსი არანია (7:6 ურთიერთშეხვედრებში).

ასევე იხილეთ:
ქართველმა სუმოისტებმა ზაფხულის ბაშო მარცხიანად
დაიწყეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული