ლევან გორგაძის მარცხი ზედიზედ მეორე დიდ ჩემპიონთან

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს მესამედი მიილია.

მაშინ, როცა ელიტის უმძიმესი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (იგივე გაგამარუ) მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდება მეტოქეებს, მეორე ჩვენებური, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ძალიან ცუდად ასპარეზობს.

ლევანმა ზედიზედ ორ დიდ ჩემპიონთან წააგო. ახლა უფრო ტიტულოვან ჰაკუჰოს ვერაფერი დაუპირისპირა და მონღოლთან მე-16 მარცხი იგემა (ამდენივე დაპირისპირებაში). ახლა ტოჩინოშინი ოძეკი კისენოსატოს ხვდება (3-9 ურთიერთშეხვედრებში). ჩვენებურს 0-5 ბალანსი აქვს.

გაგამარუმ ვერ გათვალა და ჯიქურ შეუტია იკიოის. მოწინააღმდეგე გამოეცალა და 206-კილოგრამიანი ქართველი დოჰიოზე დაენარცხა. თეიმურაზს 3-2 ბალანსი აქვს და ახლა დებიუტანტ დაიკიჰოს ეჭიდავება, რომელსაც, ბუნებრივია,
აქამდე არ შეხვედრია.

ბაშოს 4 დაუმარცხებელი რიკიში ლიდერობს, მათ შორის, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.

ასევე იხილეთ:
ზაფხულის ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელი ყოჩაღობს, ლევან გორგაძე მარცხდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული