თეიმურაზ ჯუღელს ზაფხულის ბაშოზე 13-დან 10 მოგება აქვს

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოზე შესანიშნავად ასპარეზობს თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). ქართველს 13 ორთაბრძოლიდან 10 აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ორი სუმოისტი სჯობს: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი კისენოსატო (13-13 მოგება).

206-კილოგრამიანი გოლიათის მორიგი მეტოქე იოშიკაძე იყო. ჩვენებურმა ძალზე იოლად დაძლია იაპონელის წინააღმდეგობა და ის წამებში გაიყვანა რკალიდან.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მეტად სერიოზულია, პირველი მაეგაშირა მიოგირიუ (1:2 ურთიერთშეხვედრებში).

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მე-11 მარცხი იწვნია. ჩვენებურმა "მატადორ" ამინიშიკისთან წააგო. ლევანმა სასტარტო დაჯახება თავიდან აიცილა, მაგრამ მეტოქემ მას მავაშში გამოსდო ხელი, დაატრიალა და დოჰიოზე დააგდო.
ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე სადანოფუჯია (4:0 ურთიერთშეხვედრებში).

ასევე იხილეთ:
ზაფხულის ბაშოზე ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული