თეიმურაზ ჯუღელის მაკე კოში

AutoSharing Option
26 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ვერ აღმოჩნდა მზად ნაგოიას ბაშოსთვის.

მაისში მან 15-დან 11 ორთაბრძოლა მოიგო, მე-11 მაეგაშირობიდან მეორემდე ამაღლდა რეიტინგში, მაგრამ ივლისის სუპერტურნირი თეიმურაზისთვის უიღბლო გამოდგა.

იკიოისთან ჩვენებური წამებში დამარცხდა, ეს კი გადამწყვეტი, მე-8 მარცხი (1-8) იყო ბაშოზე - გაგამარუმ უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში) და შესაბამისად, რეიტინგში უკუსვლა "დაიბევა". მისი მომდევნო მეტოქე კიტატაიკია.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მძიმე ტრავმის გამო გამოაკლდა შეჯიბრს.

ნაგოიას ბაშოზე მხოლოდ ერთი სუმოისტი შემორჩა ბეჭდაუდებელი - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელს ბაშოზე მეტი წაგების
უფლება აღარ აქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული