მაისში მან 15-დან 11 ორთაბრძოლა მოიგო, მე-11 მაეგაშირობიდან მეორემდე ამაღლდა რეიტინგში, მაგრამ ივლისის სუპერტურნირი თეიმურაზისთვის უიღბლო გამოდგა.
იკიოისთან ჩვენებური წამებში დამარცხდა, ეს კი გადამწყვეტი, მე-8 მარცხი (1-8) იყო ბაშოზე - გაგამარუმ უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში) და შესაბამისად, რეიტინგში უკუსვლა "დაიბევა". მისი მომდევნო მეტოქე კიტატაიკია.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მძიმე ტრავმის გამო გამოაკლდა შეჯიბრს.
ნაგოიას ბაშოზე მხოლოდ ერთი სუმოისტი შემორჩა ბეჭდაუდებელი - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელს ბაშოზე მეტი წაგების