ანტირეკორდის გამეორების საფრთხე

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშო 2 დღით ადრე მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. მონღოლმა ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა და იმპერატორის თასი 25-ედ დაიბევა. უკვე 43 ორთაბრძოლაა, იოკოძუნას ბეჭი ვერავინ დაადებინა დოჰიოზე. ბოლოს ის იანვარში დამარცხდა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კი მე-11 მარცხი განიცადა, მას სადანოფუჯიმ სუკუინაგეს ილეთით აჯობა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე დაიდოა.

გაგამარუ ისე ცუდად ასპარეზობს, რომ მის თანამემამულე ლევან გორგაძესაც ჩამორჩება, რომელმაც მე-5 დღეს ტრავმა მიიღო და ტურნირი მიატოვა.

სხვათა შორის, ბაშოზე 2 მოგება თეიმურაზის ანტირეკორდია (2011 წლის ნოემბრის ბაშო). ახლა ის ამ ანტირეკორდის
გამეორების საფრთხის წინაშეა.

სატურნირო მდგომარეობა
13-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-3: კისენოსატო (ოძეკი), აოიამა (მაეგაშირა 9), კაისეი (მ 12)... 3-10: ტოჩინოშინი (მ 11)... 2-11: გაგამარუ (მ 2).

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის მეათე მარცხი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული