საბოლოოდ, გაგამარუმ ბაშო 3-12 ბალანსით დაასრულა, ისევე როგორც ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც მხოლოდ პირველ 5 დღეს მიიღო ბაშოზე მონაწილეობა, შემდეგ კი მუხლის მძიმე ტრავმის გამო არ გამოჩენილა. გაგამარუს რეიტინგში დაქვეითება ელის, ხოლო ტოჩინოშინს - ერთი დივიზიონით ჩანაცვლებაც.
სხვათა შორის, II დივიზიონი ძურიო 14-1 ბალანსით მოიგო 22 წლის ენდომ, რომელმაც შეიძლება მოიპოვოს კიდევაც უმაღლესის საგზური. ამაზე
იმპერატორის თასი კარიერაში 26-ედ მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. მონღოლის 43-შეხვედრიანი წაუგებელი სერია ბაშოს მე-14 დღეს ოძეკი კისენოსატომ შეწყვიტა, თუმცა ჰაკუჰოს დაწევა მაინც ვერავინ შეძლო.
საბოლოო მდგომარეობა
13-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
11-4: კისენოსატო (ოძეკი), კაისეი (მაეგაშირა 12).
10-5: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კაკირიუ (ოძეკი), ტოჩიოძანი (მ 2), აოიამა (მ 9)
9-6: კოტოშოგიკუ (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მ 1), იკიოი (მ 5), ოკინოუმი (მ 6), ტაკარაფუჯი (მ 7), ტოიოჰიბიკი (მ 8), ტოკუშორიო (მ 16), შოტენრო (მ 16).
8-7: მიოგირიუ (სეკივაკე), გოეიდო (სეკივაკე), კიტატაიკი (მ 8), არანი (მ 10), კოტოიუკი (მ 12).
7-8: შოჰოზანი (კომუსუბი), ჩიოტაირიუ (მ 3), იოშიკაძე (მ 7), მასუნოიამა (მ 14), ვაკანოსატო (მ 15).
6-9: ამინიშიკი (მ 3), კიოკუტენჰო (მ 4), ტოიონოშიმა (მ 5), ჯოკორიუ (მ 13), ტამაასუკა (მ 14), სოკოკურაი (მ 15).
5-10: ფუჯიაზუმა (მ 4), სადანოფუჯი (მ 9), ტამავაში (მ 13).
4-11: ტოკიტენკუ (კომუსუბი)
3-12: გაგამარუ (მ 2), ტოჩინოშინი (მ 11).
2-13: ჩიონოკუნი (მ 10)
1-14: ტაკეკაძე (მ 1), დაიდო (მ 11).
0-15: ბარუტო (მ 6)
პრიზები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (26)
ბრწყინვალე ასპარეზობა: ტაკაიასუ (1)
მებრძოლი სული: არავის
ტექნიკური რიკიში: არავის
ძურიოს ჩემპიონი: ენდო (1)
ასევე იხილეთ:
ანტირეკორდის გამეორების საფრთხე