მაგრამ მძიმე ტრავმის გამო სექტემბრის ბაშოსთვის ლევანი რანგით მე-2, ძურიოს დივიზიონში გაამწესეს.
საბედისწერო ივლისის ბაშოს მე-5 დღე იყო, როცა ჩვენებურმა ტოკუშორიუ კი დაამარცხა, მაგრამ მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა.
ეს ისეთი ტრავმაა, რომელიც სპორტსმენს თვეებს გააცდენინებს. ახალი რეიტინგით, ტოჩინოშინი ძურიოს ნომერ პირველი რიკიშია.
ზუსტად 2008 წლის შემდეგ პირველად, მომავალ აკი ბაშოზე მოხდება, რომ უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ ერთი ქართველი იასპარეზებს -
ახალ რეიტინგში ორი სიახლეა აღსანიშნავი - ტაკაიასუ გახდა ჰეისეის ეპოქაში (1989 წლის იანვრის შემდეგ) დაბადებული პირველი სპორტსმენი, ვინც სანიაკუს რიგებში ავიდა - კომუსუბი გახდა.
მეორე კი შოთა ენდოა (ეს სახელი ენდომ შოთა ჩოჩიშვილის საპატივცემულოდ დაარქვა თავის ვაჟს. რედ), ვინც აბსოლუტური რეკორდი დაამყარა - 23 წლის ენდომ ნახევარ წელიწადში მიაღწია ელიტას.
ბუნებრივია, ეს შეუძლებელი იქნებოდა (8 დივიზიონის გავლა სამ ბაშოზე), რომ არა გამონაკლისი, რომელიც იაპონელი შოთასთვის დაუშვეს - მოყვარულებში იაპონიის ორგზის ჩემპიონმა აღმასვლა მაკუშიტას დივიზიონიდან დაიწყო, ივლისში კი ძურიო 14-1 ბალანსით მოიგო. შოთა ენდოს ხშირად ადარებენ ცნობილ მონღოლ იოკოძუნა ასაშორიუს.
აკი ბაშოს წინ გაიმართა სუმოისტთა ოფიციალური აწონვები. ელიტაში ისევ ჩვენებური გაგამარუა ყველაზე მძიმე რიკიში - თეიმურაზი 203 კილოგრამს იწონის, მაგრამ მას სადანოფუჯი (201 კგ) მიუახლოვდა.
აკი ბაშო სუმოს მექა "კოკუგიკანში" 15-29 სექტემბერს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"