გაგამარუმ არ დაარღვია ტრადიცია და ფუჯიაზუმას კიდევ ერთხელ, კარიერაში მეხუთედ მოუგო. დოჰიოს ცენტრში მან ღონით აჯობა მეტოქეს, რომელიც ზურგზე დაეცა.
გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს. 17 სექტემბერს მე-9 მაეგაშირა ქართველი მასუნოიამას შეხვდება, რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს ურთიერთშეხვედრებში - 5:1.
შეგახსენებთ, რომ ძურიოს დივიზიონში დაქვეითებული ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მძიმე ტრავმის გამო ტოვებს ბაშოს და მას კიდევ ერთი დაქვეითება ელის.
ბაშო ძალიან კარგად დაიწყეს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, ჩემპიონებმა კოტოოშუმ, კაკურიუმ და კოტოშოგიკუმ. მათ ჯერ არ წაუგიათ "კოკუგიკანში".
III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-შოჰოზანი (ოშიტაოში), ჰარუმაფუჯი-იკიოი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კოტოოშუ-ჩიოტაირიუ (იორიკირი), ოკინოუმი-კისენოსატო (იორიკირი), გაგამარუ-ფუჯიაზუმა (ოშიტაოში).
IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-აოიამა, ჰაკუჰო-ოკინოუმი, კოტოოშუ-მიოგირიუ, კისენოსატო-იკიოი, კაკურიუ-ტოჩიოძანი, გაგამარუ-მასუნოიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გაგამარუს ფეხი დაუცდა