მისი მორიგი მეტოქე ტაკეკაძე იყო, პირველი დაჯახების შემდეგ ჩვენებურს იაპონელი გამოეცალა, თუმცა მსაჯებმა ხელახლა დანიშნეს ორთაბრძოლა. ამჯერად ტაკეკაძემ ბოლო მომენტში სუკუინაგეს ილეთი გამოიყენა და ისე იმარჯვა.
26 წლის ქართველის მომავალი მეტოქე 30 წლის ტოიონოშიმაა, რომელიც ამჟამად მე-7 მაეგაშირაა და ბაშოზე ასევე 1-4 ბალანსით ასპარეზობს, თუმცა გაგამარუსთვის ტოიონოშიმა ძალიან უხერხული მეტოქეა - 6-ივე ორთაბრძოლა მოუგო.
V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა
სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), იოშიკაძე (მაეგაშირა 8)... 1-4: გაგამარუ (მ 9).
VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, კაკურიუ-გოიედო, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, კოტოოშუ-შოჰოზანი, კისენოსატო-აოიამა, გაგამარუ-ტოიონოშიმა.
ასევე იხილეთ:
გაგამარუ სექტემბრის ბაშოზე მესამედ დამარცხდა