გაგამარუ არ ნებდება

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოს დასრულებამდე ორი დღეღა დარჩა და ელიტის ერთადერთ ქართველ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) კიდევ დარჩა სუპერტურნირის დადებითი ბალანსით დასრულების შანსი. ამისთვის ჩვენებურმა ორივე დარჩენილი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

გაგამარუს მორიგი მეტოქე ტენკაიჰო იყო, რომელმაც ჯიქურ შეუტია ქართველს, მაგრამ მისი დოჰიოდან გაყვანა ვერ შეძლო, თეიმურაზი მოულოდნელად გამოეცალა მეტოქეს, რომელმაც თავი ვეღარ შეიმაგრა და დოჰიოზე დაეცა.

გაგამარუს 6-7 ბალანსი აქვს. მისი ახალი მეტოქე მე-15 მაეგაშირა ტამაასუკაა. ტამაასუკამ უკვე "დაიბევა" უარყოფითი ბალანსი, ურთიერთშეხვედრებშიც ქართველი იგებს (2:1). ასე რომ, ბოლოსწინა დღის წინ იმედიანად ვართ.

მონღოლ
დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ჩემპიონ კისენოსატოსთან გამარჯვება 27-ედ მოუტანს იმპერატორის თასს.

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), გოეიდო-კისენოსატო (ოშიდაში), მიოგირიუ-აოიამა (ოშიდაში), გაგამარუ-ტენკაიჰო (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
12-1:
ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-3: კისენოსატო (ოძეკი)
9-4: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კაკურიუ (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), ამინიშიკი (მაეგაშირა 5), ენდო (მ 13)... 6-7: გაგამარუ (მ 9).

XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ჰაკუჰო-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, გოეიდო-ტაკაიასუ, გაგამარუ-ტამაასუკა.

ასევე იხილეთ:
გაგამარუს წაგების უფლება აღარ აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული