გაგამარუს მორიგი მეტოქე ტენკაიჰო იყო, რომელმაც ჯიქურ შეუტია ქართველს, მაგრამ მისი დოჰიოდან გაყვანა ვერ შეძლო, თეიმურაზი მოულოდნელად გამოეცალა მეტოქეს, რომელმაც თავი ვეღარ შეიმაგრა და დოჰიოზე დაეცა.
გაგამარუს 6-7 ბალანსი აქვს. მისი ახალი მეტოქე მე-15 მაეგაშირა ტამაასუკაა. ტამაასუკამ უკვე "დაიბევა" უარყოფითი ბალანსი, ურთიერთშეხვედრებშიც ქართველი იგებს (2:1). ასე რომ, ბოლოსწინა დღის წინ იმედიანად ვართ.
მონღოლ
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), გოეიდო-კისენოსატო (ოშიდაში), მიოგირიუ-აოიამა (ოშიდაში), გაგამარუ-ტენკაიჰო (ჰატაკიკომი).
სატურნირო მდგომარეობა
12-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-3: კისენოსატო (ოძეკი)
9-4: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კაკურიუ (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), ამინიშიკი (მაეგაშირა 5), ენდო (მ 13)... 6-7: გაგამარუ (მ 9).
XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ჰაკუჰო-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, გოეიდო-ტაკაიასუ, გაგამარუ-ტამაასუკა.
ასევე იხილეთ:
გაგამარუს წაგების უფლება აღარ აქვს