თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მესამე გამარჯვება

AutoSharing Option
მე-12 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ბრწყინვალედ ჩაატარა მორიგი ორთაბრძოლა და ოსუნაარაში ჰატაკიკომის ილეთით დოჰიოს ცენტრში დაანარცხა. 199-კილოგრამიანმა ქართველმა ფალავანმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ახალი წლის ბაშოზე.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-14 მაეგაშირა მასუნოიამაა, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვდა და 5-ჯერ მოუგო. ქართველ სუმოისტს 3-1 ბალანსი აქვს.

ბაშოზე ჯერ მხოლოდ 4 დღე გავიდა, მაგრამ ელიტის 43 რიკიშიდან დაუმარცხებელი მხოლოდ ორია: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და სეკივაკე გოეიდო.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჩიოტაირიუ (ჰიკიოტოში), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-ტოიონოშიმა (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (უბრძოლველად), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიტაოში), გაგამარუ-ოსუნაარაში (ჰატაკიკომი).

V
დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-იკიოი, კაკურიუ-ტოიოჰიბიკი, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, კისენოსატო-აოიამა, გოეიდო-ტოჩიოძანი, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, გაგამარუ-მასუნოიამა.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელმა მეტოქეს თვალი ატკინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული