თეიმურაზ ჯუღელის მოულოდნელი მარცხი

AutoSharing Option
ზედიზედ 4 გამარჯვების მოპოვების შემდეგ თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მოულოდნელად წააგო მე-9 მაეგაშირა ფუჯიაზუმასთან. აქამდე ქართველს ფუჯიაზუმასთვის ზედიზედ 6 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, ახლა კი იორიკირის ილეთით დამარცხდა.

გაგამარუს 4-2 ბალანსი აქვს და დაწინაურებულ ლიდერებს ჩამორჩა. ქართველის მომდევნო მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტოჩინოვაკაა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:2-ს უგებს.

ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (6-0). მონღოლმა ბულგარელ აოიამას აჯობა.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელი ბაშოს ლიდერებშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული