შაბათს გაგამარუმ ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა ტოჩინოვაკა, ხოლო კვირას კოტენაგეს ილეთი გამოიყენა სატოიამას წასაქცევად. ახლა ქართველის მეტოქე ჩიოოტორია, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მოუგო. წინა ბაშოზე 21 წლის ჩიოოტორიმ ძურიოს დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა და უმაღლესში გადავიდა.
VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიდაში), კაკურიუ-კოტოოშუ (იორიკირი), იკიოი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), გაგამარუ-ტოჩინოვაკა
VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-შოჰოზანი (ტოტარი), კაკურიუ-იკიოი (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-აოიამა (ჰატაკიკომი), ტოჩიოძანი-კისენოსატო (იორიკირი), გაგამარუ-სატოიამა (კოტენაგე).
სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
7-1: კაკურიუ (ოძეკი)
6-2: შოჰოზანი (მაეგაშირა 5), ენდო (მ 10), გაგამარუ (მ 12), ტოკუშორიუ (მ 15), ოსუნაარაში (მ 16).
IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-გოეიდო, კისენოსატო-ტოიოჰიბიკი, კაკურიუ-აოიამა, გაგამარუ-ჩიოოტორი.
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის მოულოდნელი მარცხი