თეიმურაზ ჯუღელს დადებით ბალანსამდე ისევ 2 მოგება რჩება

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოს მე-9 დღე ნავსიანი გამოდგა თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ). ჩვენებურმა შიტატენაგეს ილეთით დათმო მე-12 მაეგაშირა ჩიოოტორისთან. ეს გაგამარუს მხოლოდ მე-3 მარცხი იყო ბაშოზე. თეიმურაზს 6-3 ბალანსი აქვს და დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 2 მაინც უნდა მოიგოს.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მონღოლი მე-6 მაეგაშირა ტამავაშია, ქართველისთვის ძალზე უხერხული მოწინააღმდეგე - 9-დან 8 ჯახი მას ტამავაშისთან წაგებული აქვს.

ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, მონღოლმა სუმოისტმა ცხრავე ორთაბრძოლა მოიგო.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტაკეკაძე (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-გოეიდო (იორიტაოში), ტოიოჰიბიკი- კისენოსატო (ოშიდაში), კაკურიუ-აოიამა (შიტატენაგე), ჩიოოტორი-გაგამარუ
(შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
9-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-1: კაკურიუ (ოძეკი)
7-2: შოჰოზანი (მაეგაშირა 5), ენდო (მ 10), ოსუნაარაში (მ 16)... 6-3: გაგამარუ (მ 12).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო, კისენოსატო-ტაკეკაძე, კაკურიუ-გოეიდო, კოტოშოგიკო-ტოჩიოძანი, გაგამარუ-ტამავაში.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის წყვილი გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული