გაგამარუს 6-4 ბალანსი აქვს, მას დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ორის მოგება მართებს, თუკი რეიტინგში წინსვლა სურს. მომდევნო მეტოქე ძლიერია - შოთა ენდო, რომელიც ელიტაში ახლახან გამოჩნდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. იაპონელი შოთა 8-2 ბალანსით იწონებს თავს და იმპერატორის თასისთვის ბრძოლას ჯერ არ ჩამოშორებია. მათი ორთაბრძოლა ერთხელ უკვე შედგა და ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
ბაშოზე ათივე მოგება აქვს მონღოლ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს, 9-1 ბალანსით
X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (ოშიდაში), კისენოსატო-ტაკეკაძე (ოშიდაში), კაკურიუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკო (სუკუინაგე), ტამავაში-გაგამარუ (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-1: კაკურიუ (ოძეკი)
8-2: შოჰოზანი (მაეგაშირა 5), ენდო (მ 10)... 6-4: გაგამარუ (მ 12).
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოოშუ, კაკურიუ-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-შოჰოზანი, კისენოსატო-გოეიდო, გაგამარუ-ენდო.
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელს დადებით ბალანსამდე ისევ 2 მოგება რჩება