თეიმურაზ ჯუღელმა ბაშოზე დადებითი ბალანსი დაიბევა

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოს მე-13 დღე იღბლიანი გამოდგა ელიტის ერთადერთი ქართველი სუმოისტისთვის - თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მე-8 გამარჯვება მიითვალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ორი ორთაბრძოლის წაგების შემთხვევაშიც, გაგამარუ სუპერტურნირს დადებითი ბალანსით დაიბევებს და რეიტინგში წინ წაიწევს.

გაგამარუმ 39 წლის მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოს მოუგო იორიკირის ილეთით და 8-5 ბალანსი გაუხდა. ახლა ჩვენებურის მეტოქე მე-5 მაეგაშირა შოჰოზანია (8-5), რომელთანაც ის ურთიერთშეხვედრებში 1:3-ს აგებს.

იმპერატორის თასისთვის ორი სუმოისტი იბრძვის - დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ყველა ორთაბრძოლა მოიგო (13-0), ხოლო ჩემპიონმა კაკურიუმ მხოლოდ ერთი
დათმო.

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძემ ნახევარწლიანი პაუზის მერე ვარჯიში დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული