ლევან გორგაძე: 46-დან 44 მოგება!

AutoSharing Option
კიუშუს ბაშოზე მეორე დღეც წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი). ქართველმა სუმოისტმა იორიკირის ილეთით სადანოუმი დაამარცხა და ახლა მე-5 მაეგაშირა ჩიოოტორის (2-0) ხვდება.

ლევანს ბოლო 46 ორთაბრძოლიდან 44 მოგებული აქვს!

ძურიოს დივიზიონის მე-5 ნომერი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ასაშიჰოსთან ჰატაკიკომით დამარცხდა. ჩვენებურს 1-1 ბალანსი აქვს და სადანოფუჯის ხვდება.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), ჰაკუჰო-ამინიშიკი (ოშიდაში), კისენოსატო-იკიოი (იორიკირი), ტაკეკაძე-გოეიდო (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-აოიამა (იორიკირი), ტოჩინოშინი-სადანოუმი (იორიკირი).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, კაკურიუ-ამინიშიკი, გოეიდო-იკიოი, კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი, კისენოსატო-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-ჩიოოტორი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული