ლევან გორგაძის ზედიზედ 22-ე გამარჯვება!

AutoSharing Option
კიუშუს ბაშოზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ზედიზედ მესამე ორთაბრძოლაში იმარჯვა - ქართველმა სუმოისტმა მეხუთე მაეგაშირა ჩიოოტორი იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და იმ 9 რიკიშთა შორისაა, რომლებიც ბაშოს ბეჭდაუდებლად ლიდერობენ.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა მონღოლი ტამავაშია (1-2).

გეტყვით, რომ უკვე 22 შეხვედრაა, ქართველი ფალავანი არ მარცხდება.

იმარჯვა ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), მან ძურიოს მე-2 ნომერ სადანოფუჯის აჯობა იორიკირის ილეთით. გაგამარუს 2-1 ბალანსი აქვს და დაიდოს ხვდება.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტაკაიასუ-ჰარუმაფუჯი (ისამიაში), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (სუკუინაგე), კაკურიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), გოეიდო-იკიოი (ჰატაკიკომი), ტაკარაფუჯი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში),
კისენოსატო-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ჩიოოტორი (იორიტაოში).

IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი, კაკურიუ-ტოიოჰობიკი, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი,კოტოშოგიკუ-იკიოი, კისენოსატო-ტერუნოფუჯი, გოეიდო-იჩინოჯო, ტოჩინოშინი-ტამავაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული