ლევან გორგაძის მოგებათა სერია შეწყდა

AutoSharing Option
კიუშუს ბაშოზე ზედიზედ 22 მოგების შემდეგ პირველად წააგო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), მას მონღოლმა ტამავაშიმ აჯობა. ჩვენებურს 3-1 ბალანსი აქვს და ახლა შოჰოზანს ხვდება.

წააგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), ვისაც დაიდომ აჯობა. გაგამარუს, რომელიც ძურიოს დივიზიონში გამოდის, 2-2 ბალანსი აქვს. მისი მორიგი მეტოქე ჩიოოა.

ამასთან, სუმოს ოფიციალურ ვებგვერდზე (sumo.or.jp) მიმდინარეობს ელიტის ყველაზე პოპულარული სუმოისტის გამოსავლენი გამოკითხვა, რომელიც ბაშოსთან ერთად, 23 ნოემბერს დასრულდება.

ამ დროისთვის, ლევან გორგაძეს 19 ათასამდე ხმა აქვს და მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ იჩინოჯო და იკიოი უსწრებენ.

IV დღე (მნიშვნელოვანი
ბრძოლები): ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი (ჰატაკიკომი), კაკურიუ-ტოიოჰობიკი (იორიკირი), ტოჩიოძანი-ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), იკიოი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), გოეიდო-იჩინოჯო (იორიკირი), ტამავაში-ტოჩინოშინი (ოშიტაოში).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტაკარაფუჯი, ჰარუმაფუჯი-იკიოი, ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი, კისენოსატო-აოიამა, გოეიდო-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვა მაგარია! მესამეზეა ჯიგარი.. და ყოველდღე შეიძლება თურმე ხმის მიცემა
პაატა
14:15 13-11-2014
0
ხმას ვაძლევთ შემდეგ ბმულზე - http://www.sumo.or.jp/ouen/ranking/top
ლუკა
17:42 12-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული