ორი დიდი ჩემპიონის შემდეგ, რომელთაც ჯერ დამარცხება არ უგემიათ, ტოჩინოშინი კიდევ 9 სუმოისტთან ერთად განლაგდა ცხრილის სათავეში. ახლა მისი მეტოქე მე-6 მაეგაშირა ჯოკორიუ გახლავთ.
ძურიოს დივიზიონში იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც იორიკირის ილეთით მოუგო ჩიოოს. ჩვენებურს 3-2 ბალანსი აქვს და დივიზიონის პირველ ნომერ ტოკიტენკუს ხვდება.
V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-იკიოი (უვატენაგე), ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), აოიამა-კისენოსატო (ცუკიდაში), გოეიდო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-კოტოშოგიკუ
სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა)... 4-1: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 8).
VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაისეი, ჰაკუჰო-ტაკაიასუ, კაკურიუ-იჩინოჯო, გოეიდო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე, კისენოსატო-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-ჯოკორიუ.