ლევანმა ჯოკორიუს უვატენაგეს ილეთით აჯობა და მისი მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა კაისეია. პარასკევს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ წააგო. ასე რომ, ერთპიროვნული ლიდერი ახალი იოკოძუნა კაკურიუ გახდა. მას კვალში 6 სუმოისტი უდგას, მათ შორის, ტოჩინოშინი.
ძურიოს დივიზიონში მარცხი იწვნია თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ). ქართველმა ფალავანმა მონღოლ ტოკიტენკუსთან დათმო და 3-3 ბალანსი გაუხდა. გაგამარუს მორიგი მეტოქე სატოიამაა.
VI დღე
სატურნირო მდგომარეობა
6-0: კაკურიუ (იოკოძუნა).
5-1: ჰაკუჯო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 6), ოკინოუმი (მ 7), ტოჩინოშინი (მ 8), კიოკუტენჰო (მ 11), არავაში (მ 13), სოკოკურაი (მ 14).
VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კაკურიუ-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-ჩიოოტორი, ტოჩინოშინი-კაისეი.