ლევანმა მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოს აჯობა და ახლა მე-14 მაეგაშირა სოკოკურაის (8-3) ხვდება. თუკი ჩინელ მებრძოლსაც აჯობებს, ჩვენებური 10 გამარჯვებას მოაგროვებს, ეს კი რეიტინგში სერიოზული წინსვლის გარანტიაა.
მე-11 დღეს ბევრი სენსაცია დაფიქსირდა, რის შემდეგაც ბაშოზე დაუმარცხებელი აღარავინაა, ხოლო ტოჩინოშინი ორ დაწინაურებულ დიდ ჩემპიონს მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება.
ძურიოს დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ტენკაიჰოსთან დამარცხდა. ჩვენებურს 5-6 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე დაიეშოა.
XI
სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა),კაკურიუ (იოკოძუნა)
9-2: კისენოსატო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 8)
8-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), მიოგირიუ (მ 11), კიოკუტენჰო (მ 11), სოკოკურაი (მ 14).
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, ჰაკუჰო-კისენოსატო, კაკურიუ-გოეიდო, კოტოშოგიკუ-იჩინოჯო, ტოჩინოშინი-სოკოკურაი.