ლევან გორგაძე - არის ათი მოგება!

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე ელიტაში დაბრუნებულმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მე-10 გამარჯვება იზეიმა. მისი მეტოქე ჩინელი რიკიში სოკოკურაი იყო, რომელსაც ასევე გარანტირებული ჰქონდა დადებითი ბალანსი.

ჩვენებურმა იორიკირის ილეთით მოიგო, 10-2 ბალანსი აქვს და დეკემბრის რეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწევს წინ.

ლევანს მხოლოდ ორი დიდი ჩემპიონი, ჰაკუჰო და კაკურიუ უსწრებს თითო მოგებით და ერთპიროვნულადაა მე-3 ადგილზე.

ასპარეზობის მე-13 დღეს მას ძალიან მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა ელის. მეტოქე სეკივაკე იჩინოჯოა (6-6), რომელსაც გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება. თუკი ქართველს იმპერატორის თასისთვის ბრძოლა სურს, აუცილებლად უნდა მოიგოს.

ძურიოს დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მძლავრი ოშიდაშით დაამარცხა დაიეიშო. ჩვენებურს 6-6 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე ტამაასუკაა (6-6).

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (ოშიდაში), ჰაკუჰო-კისენოსატო (უვატენაგე), კაკურიუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-იჩინოჯო (იორიკირი), ტოჩინოშინი-სოკოკურაი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
11-1
: ჰაკუჰო (იოკოძუნა),კაკურიუ (იოკოძუნა)
10-2: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 8)
9-3: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-ჰარუმაფუჯი, კისენოსატო-კაისეი, გოეიდო-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-იჩინოჯო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული