ლევან გორგაძემ მებრძოლი სულის პრიზი მოიპოვა

AutoSharing Option
მართალია, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კიუშუს ბაშოს ბოლო სამი ორთაბროლიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ 11-4 ბალანსით მან მაინც ლიდერთა შორის დაასრულა ასპარეზობა.

ლევანმა მებრძოლი სულის პრიზი მიიღო და ის შესამჩნევად დაწინაურდება რეიტინგში. მებრძოლი სულის პრიზი ჩვენებურმა კარიერაში მეოთხედ მოიგო.

დეკემბერში ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება, რომელშიც ტოჩინოშინი სავარაუდოდ, პირველი მაეგაშირა იქნება.

დადებითი ბალანსით დაასრულა ბაშო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), მან გადამწყვეტ შეხვედრაში გაგამარუმ ტოჩიჰირიუს აჯობა და 8-7 ბალანსი დააგროვა. გაგამარუ ჯურიოს მე-5 ნომერია. ის რეიტინგში წინ წაიწევს, თუმცა ელიტაში ვერ გადავა.

ტიტულები
მაკუუჩი: ჰაკუჰო
(იოკოძუნა), 14-1
ჯურიო: ტოკიტენკუ (ჯ 1), 12-3
მაკუშიტა: ჰიგოარაში (მ 49), 7-0
სანდანმე: შინოჰარა (ს 39), 7-0
ჯონიდანი: რიუდენი (ჯ 11), 7-0
ჯონოკუჩი: სატო (ჯ 18), 7-0

ბრწყინვალე ასპარეზობა: ტაკაიასუ (მ 3), 10-5
მებრძოლი სული: ტოჩინოშინი (მ 8), 11-4
მებრძოლი სული: კიოკუტენჰო (მ 11), 10-5

საბოლოო მდგომარეობა
14-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
12-3: კაკურიუ (იოკოძუნა)
11-4: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 8)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული