სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი როკერის როლში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
The Wall Street Journal იუწყება, რომ იაპონურმა კომპანიამ სპორტული სამაჯურის, Moveband 2-ის სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელშიც პროფესიული სუმოს 4 ვარსკვლავი მონაწილეობს.

სუმოისტები მუსიკალური ბენდის იმიტაციას ახორციელებენ, ოთხიდან ერთი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელია (გაგამარუ), რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე ზის. სხვები არიან: ტოიონოშიმა, ტენკაიჰო და ასაჰიშო.

კომპანიის დირექტორმა ნაოკო დეგუჩიმ განაცხადა, რომ გადაწყვიტეს რგოლში სუმოისტებს როკჯგუფის წევრების როლი შეესრულებინათ. დეგუჩიმ თქვა, რომ მუსიკა პროფესიონალების ჩაწერილია, ხოლო სუმოისტები მხოლოდ შესრულების იმიტაციას ახორციელებენ.

youtube.com-ზე რგოლი 19 დეკემბერს გამოჩნდა და ამ დროისთვის უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა
ნახა.

სამაჯური Moveband 2 მუშაობს, როგორც ნაბიჯმზომი, ითვლის დამწვარ კალორიებს და ადამიანს ძილის ოპტიმალურ დროს უთითებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული