ლევან გორგაძე დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან ვერას გახდა

AutoSharing Option
ნოემბრის ბაშოზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დასავლეთის პირველი მაეგაშირა გახდა და ახლა მხოლოდ საუკეთესო სუმოისტებთან უწევს ჭიდაობა.

იანვრის ბაშოს მეორე დღეს ქართველის მეტოქე იმპერატორის თასის მფლობელი, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იყო. თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი, რადგან წინა 16 დაპირისპირება მონღოლმა მოიგო, მე-17 ცდაც უნაყოფო გამოდგა - ჰაკუჰომ შიტატენაგეს ილეთით დააგდო ჩვენებური.

ტოჩინოშინს 0-2 ბალანსი აქვს და ასპარეზობის მესამე დღეს მესამე დიდი ჩემპიონი კაკურიუ ელის. არც კაკურიუსთან აქვს ქართველს სახარბიელო ბალანსი - 1:12.

მეორე დივიზიონ ძურიოში კარგი სტარტი გამოუვიდა მე-2
ნომერ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), რომელმაც მეორე დღეს მეორე გამარჯვება იზეიმა - რუსი ამურუ (ნიკოლაი ივანოვი) დაამარცხა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიტაჰარიმაა.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტაკარაფუჯი-კაკურიუ (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (ოშიდაში), ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), კოტოშოგიკუ-იკიოი (ვატაშიკომი), ტერუნოფუჯი-გოეიდო (კიმეტაოში).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იკიოი, ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი, კაკურიუ-ტოჩინოშინი, გოეიდო-ტაკაიასუ, კისენოსატო-ტერუნოფუჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული