ასპარეზობის მე-8 დღეს მისი მეტოქე დასავლეთის ოძეკი კოტოშოგიკუ იყო, რომელმაც იორიკირის ილეთით იმარჯვა ქართველზე. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ენდოა (2-6).
ძურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ბრწყინვალედ ასპარეზობს და ალბათ, ერთი მოგებაღა აშორებს უმაღლესში დაბრუნებამდე. გაგამარუმ ტენკაიჰოს მძლავრი ოშიდაშით აჯობა და ახლა 7-1 ბალანსით იწონებს თავს. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ფუჯიაზუმაა (5-3).
VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-აოიამა (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კაისეი (ოშიტაოში), ჰაკუჰო-ამინიშიკი (ჰიკიოტოში),
სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
7-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)... 3-5: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1).
IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ჰაკუჰო-იჩინოჯო, კაკურიუ-ამინიშიკი, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, აოიამა-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-ენდო.