თეიმურაზ ჯუღელს სუმოს ელიტამდე მოგებაღა აშორებს

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოზე ტურნირის ნახევარზე მეტი მიილია. დასავლეთის პირველ მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსი აქვს - 3-5.

ასპარეზობის მე-8 დღეს მისი მეტოქე დასავლეთის ოძეკი კოტოშოგიკუ იყო, რომელმაც იორიკირის ილეთით იმარჯვა ქართველზე. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ენდოა (2-6).

ძურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ბრწყინვალედ ასპარეზობს და ალბათ, ერთი მოგებაღა აშორებს უმაღლესში დაბრუნებამდე. გაგამარუმ ტენკაიჰოს მძლავრი ოშიდაშით აჯობა და ახლა 7-1 ბალანსით იწონებს თავს. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ფუჯიაზუმაა (5-3).

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-აოიამა (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კაისეი (ოშიტაოში), ჰაკუჰო-ამინიშიკი (ჰიკიოტოში),
კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ოკურიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
7-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)... 3-5: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, ჰაკუჰო-იჩინოჯო, კაკურიუ-ამინიშიკი, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, აოიამა-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-ენდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული