თეიმურაზ ჯუღელმა რეიტინგში წინსვლა გაინაღდა; სავარაუდოდ, ელიტაც

AutoSharing Option
დასავლეთის პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ახალი წლის ბაშოს მე-9 დღეს შოთა ენდოსთან დამარცხდა. ეს ჩვენებურისთვის უკვე მე-6 მარცხია ბაშოზე. დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მან 5 უნდა მოიგოს, თუკი რეიტინგში უკუსვლა არ სურს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ტაკაიასუა.

ძურიოს დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) იორიკირის ილეთით დაამარცხა ფუჯიაზუმა და 8-1 ბალანსით რეიტინგში წინსვლა დაიბევა. გაგამარუ ახლა ძურიოს მე-2 ნომერია. დიდი ალბათობით, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქართველი გოლიათი უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდეს. მისი მომდევნო მეტოქე კაგაიაკია.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ოშიდაში), ჰაკუჰო-იჩინოჯო
(იორიკირი), კაკურიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კისენოსატო (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-აოიამა (იორიკირი), ენდო-ტოჩინოშინი (შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 3-6: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, კაკურიუ-იჩინოჯო, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ენდო, გოეიდო-ამინიშიკი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული