მე-11 დღეს მან ძალიან სერიოზული მეტოქე, სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა უჩიმუსოს ილეთით. ლევანს 4-7 ბალანსი აქვს და ახლა ბრაზილიელ კაისეის (4-7) ხვდება.
გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ჩიომარუსთან წააგო ჰიკიოტოშის ილეთით. ჩვენებურს 8-3 ბალანსი აქვს და დაიეიშოს (8-3) ეჭიდავება.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კოტოშოგიკუ-კაკურიუ (იორიკირი), აოიამა-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), ჰაკუჰო-გოეიდო (ცუკიდაში), კისენოსატო-ამინიშიკი (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-იჩინოჯო (უჩიმუსო).
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა),
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-გოეიდო, კისენოსატო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-კაისეი.