ტოჩინოშინმა "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს სძლია სუკუინაგეს ილეთით და ასპარეზობის მეორე დღეს იჩინოჯოს ხვდება. პირველი მაეგაშირა იჩინოჯო პირველ დღეს ისვენებდა, რადგან მისი მეტოქე, დიდი ჩემპიონი კაკურიუ ტრავმის გამო ტურნირიდან მოიხსნა. ურთიერთშეხვედრებში ქართველი 2:1-ს იგებს.
სამწუხაროდ, სტარტი მარცხიანი გამოუვიდა გაგამარუს, ვინც ტოიოჰიბიკისთან დამარცხდა. ქართველის მომდევნო მეტოქე არავაშია.
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (ოშიტაოში), ჰარუმაფუჯი-ტამავაში (იორიკირი), იჩინოჯო-კაკურიუ (უბრძოლველად), ტოჩიოძანი-კისენოსატო (ოშიდაში),
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-სადანოუმი, კოტოშოგიკუ-ტამავაში, გოეიდო-ტაკაიასუ, კისენოსატო-მიოგირიუ, ტოჩინოშინი-იჩინოჯო, გაგამარუ-არავაში.