პირველად ოსაკას ბაშოზე: ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა

AutoSharing Option
ოსაკაში გრძელდება გაზაფხულის ბაშო. ელიტაში ორი ქართველი სუმოისტი ჭიდაობს: მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და მე-15 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი).

ბაშოს მე-4 დღეს ორივე ქართველმა იმარჯვა, რაც ოსაკას ბაშოზე პირველად მოხდა: ტოჩინოშინმა ტაკაიასუს სუკუინაგეს ილეთით სძლია, ხოლო გაგამარუმ მძლავრი ოშიდაშით გაიყვანა ჩიოტარიუ რკალიდან.

ლევან გორგაძე (3-1) ბრაზილიელ კაისეის ხვდება (2-2), ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (2-2) თანაკლუბელ ჩიომარუს (2-2) დაუპირისპირდება.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი- სადანოუმი (უვატენაგე), ჰაკუჰო- იჩინოჯო (იორიკირი), კისენოსატო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (იორიკირი), გოეიდო- ტოჩიოძანი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტაკაიასუ (სუკუინაგე), გაგამარუ-ჩიოტაირიუ (ოშიდაში).

V
დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო- ტაკარაფუჯი, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კოტოშოგიკუ- ტოჩიოძანი, გოეიდო-ტამავაში, კისენოსატო- იჩინოჯო, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-ჩიომარუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული