სამაგიეროდ, ზედიზედ მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო მე-15 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), მან კოტოიუკი დაამარცხა და ახლა მე-10 მაეგაშირა კიტატაიკის (4-2) ხვდება. გაგამარუს ბალანსიც 4-2-ია.
ბაშოს 6-0 ბალანსით სამი სუმოისტი ლიდერობს: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ტერუნოფუჯი და მე-6 მაეგაშირა ამინიშიკი.