ოქროს ვარსკვლავი ქართველ სუმოისტს

AutoSharing Option
ოსაკაში ელიტაში მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კარიერაში პირველი "ოქროს ვარსკვლავი" (კინბოში) მოიპოვა.

ეს პრიზი გადაეცემა რიგით მაეგაშირას, თუ ის დიდ ჩემპიონს ანუ იოკოძუნას დაამარცხებს. ლევანმა სწორედ ეს მოახერხა - ჰატაკიკომის ილეთით აჯობა მონღოლ ჰარუმაფუჯის. შეგახსენებთ, რომ პროფესიული სუმოს ქართველ პიონერ კოკაის (ლევან ცაგურია) კარიერაში ორი კინბოში აქვს მოპოვებული.

ეს გამარჯვება ტოჩინოშინისთვის მე-5 იყო ბაშოზე, რომელმაც ეკვატორი გადაკვეთა, ჩვენებურს 5-3 ბალანსი აქვს.

ძალიან კარგად ასპარეზობს თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელმაც პირველი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ 6 ორთაბრძოლა მოიგო. მან ასპარეზობის
მე-8 დღეს სადანოფუჯი დაამარცხა იორიკირის ილეთით.

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე (იორიკირი), აოიამა-გოეიდო (ოშიდაში), კისენოსატო-ტერუნოფიჯი (იორიკირი), გაგამარუ-სადანოფუჯი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
7-1: ტერუნოფუჯი (სეკივაკე), ამინიშიკი (მაეგაშირა 6)... 6-2: გაგამარუ (მ 15)... 5-3: ტოჩინოშინი (მ 4).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, გოეიდო-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-ტოკუშორიუ, გაგამარუ-კიოკუშუჰო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული