თეიმურაზ ჯუღელმა გაზაფხულის ბაშოზე ზედიზედ მეშვიდედ მოიგო

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოზე მე-9 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. სამწუხაროდ, დიდი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) რიგით მაეგაშირა ტოკოშორიუსთან დამარცხდა. ლევანს 5-4 ბალანსი აქვს და ახლა მიოგირიუს შეხვდება.

ზედიზედ მეშვიდედ იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც იორიკირის ილეთით კიოკუშუჰო დაამარცხა. გაგამარუს 7-2 ბალანსი აქვს და ჩიოოტორის ეჭიდავება.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა (უვატედაშინაგე), ტოიონოშიმა-ჰარუმაფუჯი (ოკურიდაში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), კისენოსატო-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოკუშორიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გაგამარუ-კიოკუშუჰო (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-1: ტერუნოფუჯი (სეკივაკე), ამინიშიკი (მაეგაშირა 6)... 7-2: გაგამარუ (მ 15)... 5-4: ტოჩინოშინი (მ 4).

X
დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაისეი, ჰაკუჰო-ტაკეკაძე, გოეიდო- კისენოსატო, ტერუნოფიჯი- კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, გაგამარუ-ჩიოოტორი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული