ტოჩინოშინი კომუსუბის რანგის მიოგირიუს შეხვდა და ოშიდაშით დამარცხდა. ჩვენებურს 5-5 ბალანსი აქვს და ახლა ჩემპიონ კოტოშოგიკუს შეხვდება. ამ მეტოქეს ტოჩინოშინი 18-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ოთხჯერ მოუგო.
გაგამარუს რომ ემარჯვა, ბაშოს დასრულებამდე ხუთი დღით ადრე გაინაღდებდა დადებით ბალანსს, მაგრამ ის ჩიოოტორისთან დამარცხდა. ჩვენებურს 7-3 ბალანსი აქვს და ოსუნაარაშის ხვდება.
X დღე
სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-1: ტერუნოფუჯი (სეკივაკე)... 7-3: გაგამარუ (მ 15)... 5-5: ტოჩინოშინი (მ 4).
XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, ტოჩინოშინი- კოტოშოგიკუ, კისენოსატო- ტოიონოშიმა, ტერუნოფუჯი-კაისეი, გაგამარუ-ოსუნაარაში