ქართული დერბით დასრულებული ბაშო

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოს უკანასკნელ დღეს ერთმანეთის პირისპირ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დადგნენ.

მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინს ძალიან სჭირდებოდა მოგება, რადგან ბალანსი 7-7-ზე ჰქონდა, ხოლო მე-15 მაეგაშირა გაგამარუს უკვე თავი ქუდში ჰქონდა (11-3). ეს მათი მეშვიდე შეხვედრა იყო (4:2 ტოჩინოშინის სასარგებლოდ).

მოიგო იმან, ვისაც მეტად სჭირდებოდა გამარჯვება, ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით იმარჯვა და ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა, გაგამარუმ კი ტურნირი 11-4 ბალანსით დაასრულა.

სიმართლე გითხრათ, ველოდით, რომ ტოჩინოშინს სუმოს ასოციაცია მებრძოლი სულის პრიზს გადასცემდა - ჩვენებურმა ხომ დიდი
ჩემპიონი ჰარუმაფუჯი და ჩემპიონი კისენოსატო დაამარცხა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მაგრამ რეიტინგში ორივე ქართველი წინ წაიწევს - ლევან გორგაძე პირველი მაეგაშირა გახდება, თეიმურაზ ჯუღელი საკმაოდ ბევრი საფეხურით წავა წინ.

გაზაფხულის ბაშო 14-1 ბალანსით დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული