მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინს ძალიან სჭირდებოდა მოგება, რადგან ბალანსი 7-7-ზე ჰქონდა, ხოლო მე-15 მაეგაშირა გაგამარუს უკვე თავი ქუდში ჰქონდა (11-3). ეს მათი მეშვიდე შეხვედრა იყო (4:2 ტოჩინოშინის სასარგებლოდ).
მოიგო იმან, ვისაც მეტად სჭირდებოდა გამარჯვება, ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით იმარჯვა და ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა, გაგამარუმ კი ტურნირი 11-4 ბალანსით დაასრულა.
სიმართლე გითხრათ, ველოდით, რომ ტოჩინოშინს სუმოს ასოციაცია მებრძოლი სულის პრიზს გადასცემდა - ჩვენებურმა ხომ დიდი
მაგრამ რეიტინგში ორივე ქართველი წინ წაიწევს - ლევან გორგაძე პირველი მაეგაშირა გახდება, თეიმურაზ ჯუღელი საკმაოდ ბევრი საფეხურით წავა წინ.
გაზაფხულის ბაშო 14-1 ბალანსით დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოიგო.