სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: ტოჩინოშინი გამოცოცხლდა

AutoSharing Option
დასავლეთის პირველმა მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ზაფხულის ბაშოზე მეოთხე გამარჯვება იზეიმა, მან ამინიშიკის აჯობა ცუკიდაშის ილეთით. ახლა ტოჩინოშინს 4-5 ბალანსი აქვს და მე-3 მაეგაშირა სადანოუმის ხვდება, რომელსაც მხოლოდ ერთხელ დაეჭიდა და მოუგო.

მე-6 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) წარუმატებლად ასპარეზობს. მან იკოისთან წააგო და ახლა ურთულესი ორთაბრძოლა ელის დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან. ჩვენებურს 3-6 ბალანსი აქვს და მხოლოდ ერთი წაგების უფლება დარჩა.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (კიმედაში), ტამავაში- ჰარუმაფუჯი (ცუკიოტოში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), კისენოსატო-სადანოუმი (ოშიდაში), ტოკუშორიუ-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ამინიშიკი (ცუკიდაში), იკიოი-გაგამარუ (ოშიდაში).

სატურნირო
მდგომარეობა
8-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მ 11), კიოკუშუჰო (მ 11)... 4:5: ტოჩინოშინი (მ 1)... 3:6: გაგამარუ (მ 6).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): გაგამარუ-ჰარუმაფუჯი, ჰაკუჰო-ტოკუშორიუ, კისენოსატო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, ტერუნოფუჯი-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-სადანოუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული