სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: ქართველებმა წყვილად მოიგეს

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს მე-11 დღეს ელიტის ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა. პირველ მაეგაშირათა ორთაბრძოლაში ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იორიკირის ილეთით დაჯაბნა ტაკარაფუჯი. ლევანს 5-6 ბალანსი აქვს და ახლა ტოიონოშიმას ხვდება.

ასეთივე ბალანსი აქვს თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), რომელმაც გუშინ ტოიოჰიბიკი დაამარცხა. ქართველის მომდევნო მეტოქე სწორედ ტაკარაფუჯია.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (იორიკირი), აოიამა-კოტოშოგიკუ (ოშიდაში), კისენოსატო-ტოკუშორიუ (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი (იორიკირი), გაგამარუ-ტოიოჰიბიკი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 11).
9-2: კისენოსატო (ოძეკი), ტაკაიასუ (მ 8)... 5-6: ტოჩინოშინი (მ 1), გაგამარუ (მ 6).

XII
დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, ჰაკუჰო-გოეიდო, კისენოსატო-ტერუნოფუჯი, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-ტოიონოშიმა, გაგამარუ-ტაკარაფუჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული