ესტონურმა რაკვერემ ახალგაზრდა სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 16-წლიანებში მოასპარეზეთა შორის იყო ორი ქართველი სუმოისტი, რომლებმაც სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.
მძიმეწონოსანთა პირად პირველობაში ჩვენებურებმა სამ-სამ მეტოქეს სძლიეს: ამირან წიქორიძემ ზედიზედ დაამარცხა იაკუბ ამბროზიაკი (პოლონეთი), ალექსანდრ სოჯობა (ესტონეთი), სერგეი აკულოვი (რუსეთი) და ფინალში გავიდა, სადაც თანაგუნდელ ბადრი ხატისკაცს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე გზიდან ჩამოიშორა ანატოლი ბობნევი (უკრაინა), მიხაილ ფაბიანსკი (პოლონეთი) და დენის ციგანკოვი (რუსეთი).
ქართულ ფინალში წიქორიძემ იყოჩაღა და
საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტ თენგიზ რუხაძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა სუმოისტებმა გუნდურ პირველობაშიც მიიღეს მონაწილეობა.
საპაექროდ სამი სპორტსმენი უნდა გავიდეს სარბიელზე, ქართველებმა კი კაცნაკლული გუნდით იასპარეზეს. ამის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა უნგრეთი და ესტონეთი დაამარცხა, ნახევარფინალი რუსეთთან დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი პოლონეთს აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"