სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძემ ძლიერები მოილია

AutoSharing Option
აღმოსავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) 8 შეხვედრიდან 3 აქვს მოგებული, რაც არ არის კარგი შედეგი, მაგრამ აქამდე ლევანი მასზე რეიტინგით წინ 8 რიკიშის შეხვდა (9-დან).

ასე რომ, ბაშოს მეორე ნახევარში უფრო "იოლი კალენდარი" ელის.

მე-11 მაეგაშირა გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) 5-3 ბალანსი აქვს და სამი მოგება სჭირდება რეიტინგში წინსვლის დასაბევებლად.

ნოემბრის ბაშოს კი დაუმარცხებლად დიდი ჩემპიონი, მონღოლი ჰაკუჰო ლიდერობს.

VIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაკურიუ-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), გოეიდო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), ტაკაიასუ-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
7-1:
ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), კისენოსატო), შოჰოზანი (მაეგაშირა 10), ტაკაიასუ (მ 12)... 5-3: გაგამარუ (მ 11).. 3-5: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იკიოი, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-გოეიდო, კისენოსატო-ტერუნოფუჯი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-ასასეკირიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული