ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ბოლომდე იბრძვის. მას წაგების უფლება აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუსუბის ტიტულს დათმობს.
ჩვენებურმა პოპულარულ სუმოისტს ამინიშიკის აჯობა. ტოჩინოშინს 4-7 ბალანსი აქვს და ეგვიპტელ ოსუნაარაშის ხვდება.
თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მიზანს უკვე უწია - მე-8 გამარჯვება იზეიმა და რეიტინგში აუცილებლად დაწინაურდება. გაგამარუმ დაიეიშოს აჯობა და ახლა იკიოის ხვდება.
XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
9-2: შოჰოზანი (მაეგაშირა 10)... 8-3: გაგამარუ (მ 11)... 4-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი)
XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-კაკურიუ, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ტოიონოშიმა-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-ოსუნაარაში, გაგამარუ-იკიოი.